თსსუ-ის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

თსსუ-ის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) მობილობის გასავლელად.

სტაჟირების პერიოდი - ერთი კვირა

აკადემიური პერსონალის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება: რეზიუმე (CV), სამუშაო გეგმა, ინგლისური ენის ცოდნის დონე და მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების წასაკითხად მზადყოფნა.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება 2025–2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმებით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტი) ფარგლებში გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე.

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2025 წლის 24 დეკემბერს, 17:00 საათზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი №407

ტელეფონი: 032 2 542 450