თსსუ-ის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

თსსუ-ის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

პრიორიტეტული მიმართულება - ფარმაკოლოგია.

მსურველებთან გასაუბრება ჩატარდება 20 ნოემბერს 16:00 სთ-ზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 407).

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება: CV, სამუშაო გეგმა, ინგლისური ენის ცოდნის დონე და მზადყოფნა ლექციების წასაკითხად მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიმღებ ფაკულტეტთან  შეთანხმების მიხედვით ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტის) ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე.