თსსუ-ის აკადემიური პერსონალისა და მეცნიერი თანამშრომლების საყურადღებოდ!

თსსუ-ის აკადემიური პერსონალისა და მეცნიერი თანამშრომლების საყურადღებოდ!

გამოცხადდა კონკურსი  საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად. საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის  29 ოქტომბრის  ჩათვლით, მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად, ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მისამართი:  ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: