თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად 3-თვიანი მობილობის განსახორციელებლად დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში (ათენი, საბერძნეთი).
სამეცნიერო მიმართულებები:
• ნევროლოგიური დაავადებების ფიზიოთერაპია
• ნევროლოგიური რეაბილიტაცია
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია სამი თვის განმავლობაში).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპული ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი კვლევის სათაურის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
• სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერილობა (ინგლისურ ენაზე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 30 აპრილს, 16 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451