ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + -ის პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე)
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 21 იანვარს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.
ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451