თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის V სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის V სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS + -ის პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე)

(მობილობის პერიოდში სტუდენტები უნდა სწავლობდნენ VI სემესტრში)

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 11 ნოემბერს, 16:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451