თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  VI და VII სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის VI და VII სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2 თვიანი სტაჟირების გასავლელად პედიატრიულ რეაბილიტაციაში თინაზთეფეს უნივერსიტეტში (იზმირი, თურქეთი).

მობილობის პერიოდი: 2024 წლის ივლისი-აგვისტო.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2დონე);

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გთხოვთ, 2024 წლის 14 ივნისის  ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu). 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 15 ივნისს, 16:00 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული,ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.