თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის V და VI  სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის V და VI სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 5 თვიანი მობილობის გასავლელად თინაზთეფეს უნივერსიტეტში (იზმირი, თურქეთი).

მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B1 დონე).

გთხოვთ, 2024 წლის 8 დეკემბრის  ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu). 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 9 დეკემბერს, 15:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული,ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.