თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია) სასწავლო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).

მომწვევი მხარე დააფინანსებს ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას და სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გამოუყოფს.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებს.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე);

2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

3. CV ევროპული ფორმატის მიხედვით ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

4. სამოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 12  ნოემბერს, 16:30 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი № 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ტელ.: 032 2 542 451;