თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის (Staff Mobility for Teaching Assignments (STA)  ფარგლებში თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ სასარის უნივერსიტეტში (იტალია). 

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/12/2023 - 29/12/2023

მიმართულებები: ონკოლოგია/ონკოჰემატოლოგია, პედიატრია, სტომატოლოგია (პედიატრიული სტომატოლოგია) და ყბა-სახის ქირურგია.

აკადემიური პერსონალის მობილობა გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტს მასპინძელ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად (5  სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის).

მობილობის პერიოდია  2024 წლის გაზაფხულის სემესტრი.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

• CV ინგლისურ ენაზე;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ან ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: iad@tsmu.edu და n.kandelaki@tsmu.edu არაუგვიანეს 2023 წლის 29 დეკემბრისა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

ტელ: +995 32 54 24 51/48