თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII IX, X სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII IX, X სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა).

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის  სემესტრი (5 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 20 ოქტომბერს, 16:30 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.