ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ოსტრავას სამედიცინო უნივერსიტეტის (ჩეხეთი).
მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე).
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით.
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 11 ნოემბერს 17 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.