ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მობილობის დასაწყისი: 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA –ის მითითებით;
• ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი B1 დონის;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
გთხოვთ, 2024 წლის 26 აპრილის 15:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu)
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 26 აპრილს, 16:00 სთ-ზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;