ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა).
მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2026 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.