თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII და IX  სემესტრების სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII და IX სემესტრების სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი პადუის უნივერსიტეტში (იტალია) სასწავლო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).

მომწვევი მხარე დააფინანსებს ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას და სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას გამოუყოფს.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

წარსადგენი დოკუმენტები:

• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით.

• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

• იტალიური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე. იტალიური ენის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის.

გასაუბრება გაიმართება 2026 წლის 12  ნოემბერს, 16:00 საათზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი № 407.