თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ათათურქის უნივერსიტეტში  (ერზრუმი, თურქეთი).

მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (2 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 17 მარტს, 16:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.