თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისური ენის მცოდნე VI, VII, VIII, IX, X, XI სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისური ენის მცოდნე VI, VII, VIII, IX, X, XI სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო სტაჟირების გასავლელად. 

მობილობის პერიოდი: 2024 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 23 აგვისტომდე.

უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამი დეპარტამენტი:

- მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი

- გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი

- გულმკერდის დაავადებათა დეპარტამენტი

გთხოვთ, 2024 წლის 3 ივნისის  ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu). 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 4 ივნისს,16:00 სთ-ზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.