თსსუ-ის მოწვეული პროფესორის, კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრის გიორგი მიქელაძის ლექციები თსსუ-ში

2024 წლის 14 -15 მარტს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა და თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს (აშშ) ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მიქელაძე.   

საჯარო ლექციები გაიმართება შემდეგ თემებზე:

14 მარტი; 15:00 საათი - „ქრონიკული ტკივილის მართვა“- (ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე);

15 მარტი: 15:00 საათი - „პაციენტთან ურთიერთობა“- (ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე);

15 მარტი, 16:30 საათი - „პაციენტთან ურთიერთობა“ და „ქრონიკული ტკივილის მართვა“- (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე).

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.