2024 წლის 20-22 ივნისს ბათუმში ევროპის ქირურგიის საზოგადოების (essurg.org) 26 - ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიოში ცნობილი ზოგადი, ონკოლოგიური, ენდოკრინული, ბარიატრიული ქირურგები, ასევე, ინტერვენციული რადიოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის და რობოტული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს 27 ქვეყნიდან.
კონფერენციას გაუძღვება ევროპის ქირურგიის საზოგადოების ახლად არჩეული პრეზიდენტი, თსსუ-ის ქირურგიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი.
კონფერენცია აკრედიტებულია სამედიცინო სპეციალისტების ევროპული კავშირისა (UEMS) და უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. ღონისძიებაში მონაწილე ექიმებს მიენიჭებათ 15 ევროპული კრედიტ-ქულა.
ღონისძიების პრიორიტეტული მხარდამჭერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ
მისამართი: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N 5, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი".