თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „ხელოვნური ინტელექტი სტომატოლოგიაში“.
ლექციის დროს ჩატარდება ავთანდილ ბაქრაძის მიერ შექმნილი, ქართულ სტომატოლოგიაში პირველი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის პრეზენტაცია.
ლექციის ჩატარების დრო: 18 მარტი, ორშაბათი, 15:00.
ჩატარების ადგილი: თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) პირველი სართული, საკონფერენციო დარბაზი.