2020 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათიდან - 16:00 საათის ჩათვლით, გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარისა და ფარმაციის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N.122.