სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2024 წლის 28 მარტის ოქმი N1 გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 2 მაისს დაინიშნა მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.
მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 29 მარტს და დასრულდება 2024 წლის 29 აპრილს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.