2024 წლის 10 ივლისს ჩატარდება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანების არჩევნები.
მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფარმაციის ფაკულტეტების დეკანების არჩევნები დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები დაიწყება 16:40 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.
არჩევნებში მონაწილე სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფარმაციის ფაკულტეტების საბჭოს წევრები ხმის მიცემას შეძლებენ თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, I საკონფერენციო დარბაზში.