თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით

თსსუ-ის საარჩევნო კომისიის განცხადება წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება 

2024 წლის 4 მარტს ჩატარდება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს  არჩევნები.  

არჩევნები დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.

არჩევნებში მონაწილე სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო  პერსონალი ხმის მიცემას შეძლებს თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის  პირველ სართულზე,  საბჭოების სხდომათა დარბაზში. 

არჩევნებში მონაწილე თსსუ-ის სტუდენტები ხმის მიცემას შეძლებენ ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.