სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის N 23/5 გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7 მარტს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 4 მარტს დაინიშნა წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) ან სამეცნიერო თანამდებობის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) ან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 22 თებერვალს და დასრულდება 2024 წლის 26 თებერვალს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.