გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, აკადემიური დოქტორი სტომატოლოგიაში, დოქტორი ოთარ ვადაჭკორია (მიუნჰენი, გერმანია), 2022 წლის 30 აპრილიდან იწყებს ლექციათა ციკლს ენდოდონტიაში.
30 აპრილი, შაბათი, 10:00 საათი
„ ადამიანის კბილის ფესვთა აპიკალური ხვრელების ანატომია და მისი მნიშვნელობა ენდოდონტიაში“,
7 მაისი, შაბათი, 10:00 საათი
„ კბილის ფესვის არხთა პრეპარირების ძირითადი ასპექტები და არხის კედლების დიზაინის თავისებურებები“
14 მაისი, შაბათი, 10:00 საათი
„ ადამიანის კბილის ფესვთა არხების ანტისეპტიკური დამუშავება და ობტურაცია“
ლექციები ჩატარდება online რეჟიმში, პლატფორმა „Google Meet”-ის საშუალებით.
დასწრება ლიმიტირებულია. მსმენელთა რაოდენობა თითოეულ ლექციაზე განისაზღვრება 95 სტუდენტით.
ლექციებზე დასასწრები ბმული, ზემოაღნიშნული სემესტრების სტუდენტებს, გამოგეგზავნებათ თქვენს პირად გვერდზე (sms tsmu.edu) ყოველ სალექციო დღეს, 09:30-ზე.