გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, აკადემიური დოქტორი სტომატოლოგიაში, დოქტორი ოთარ ვადაჭკორია (მიუნჰენი, გერმანია) 2022 წლის 28 ოქტომბერს, პარასკევს, 13:00 საათზე წაიკითხავს 2 ლექციას.
„ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში: დაავადებათა მართვის კონცეფცია, კლინიკური შემთხვევების განხილვა და ანალიზი“ (I და II ნაწილი).
ხანგრძლივობა: 120 წუთი.
ჩატარების ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, „დისერტაციების დაცვის დარბაზი“ (მის. ვაჟა-ფშაველას 33, პირველი სართული).
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატი