საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის N 4 ოქმის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, თსსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოში გამოკლებული ერთი წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა და დაინიშნა არჩევნები 2025 წლის 15 მაისს.
თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
1.განცხადება;
2.პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
3.ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ან მეცნიერი თანამშრომელი).
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 01 მაისს და დასრულდება 2025 წლის 05 მაისს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 საათიდან 16 საათამდე.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210.
ტელ. (032) 2 542443.