გაცნობებთ, რომ 2017 წლის 3 აპრილს თსსუ–ს აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის შპს „ახალი მზერა“–ს მიერ ოფთალმოლოგიაში წარმატებული რეზიდენტის სწავლებისთვის, პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის 1 წლიანი დაფინანსების („გრანტის“) დამტკიცების შესახებ.
1 წლიანი გრანტი გადაეცემა თსსუ–ს ოფთალმოლოგიის მე–2 და მე–3 წლის რეზიდენტებს შორის ყველაზე წარმატებულ რეზიდენტს, რომელიც შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- სანიმუშო დისციპლინა;
- სამაგალითო სასწავლო–სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობა;
- გასაუბრება უცხო ენაში (ინგლისური ენა);
- გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, საქმიანობისა და დროის ეფექტური მართვის უნარები;
მოტივირებულობა.
გრანტის მოსაპოვებლად რეზიდენტმა, ა.წ. 10ოქტომბრის ჩათვლით , პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მდებარე: ქ. თბილისი, გუდამაყრის ქ.#4) თვალის სნეულებათა დეპარტამენტში პროფესორ მერაბ დვალის სახელზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
- ლოკალური ხელმძღვანელების დახასიათება.
- 10წუთიანი სამეცნიერო თემა ოფთალმოლოგიაში (PowerPoint.)
2018 წლის წარმატებული რეზიდენტი გამოვლინდება 15ოქტომბერს 17საათზე, სადაც მოხსენებით (20-25 წუთი) წარსდგება ეკატერინე ბუჩუკური MD, PHD თემა -"SLT ლაზერის როლი გლაუკომის მართვაში" (პარიზი, გლაუკომის ინსტიტუტი Fondation Hôpital Sant Joseph).
რეზიდენტები წარსდგებიან 10-10 წუთიანი მოხსენებით.
გისურვებთ წარმატებებს!!!