თურქეთის მთავრობა 2022 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან: ყოველთვიური სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საერთო საცხოვრებლით, თურქული ენის შემსწავლელი კურსებითა და ორმხრივი სამგზავრო ბილეთებით.
სასტიპენდიო პროგრამის განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე ვებგვერდზე: www.tbbs.turkiyeburslari.gov.tr
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.turkiyeburslari.gov.tr
კითხვებისთვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ნომერზე: 2 542450.