თურქეთის რესპუბლიკა აცხადებსს კონკურსს!!

თურქეთის რესპუბლიკა აცხადებსს კონკურსს!!

თურქეთის რესპუბლიკა აცხადებს კონკურსს - „ასოცირებული, ბაკალავრიატის, მაგისტრის ხარისხისა და დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამის“ შესახებ.

პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით Türkiye Scholarships Application System-ის ოფიციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით: www.turkiyeburslari.gov.tr

თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია პროფესიული განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის მსურველთათვის და ითვალისწინებს შესაბამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას. 

პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი პირობებით, სწავლის საფასურის სრული დაფინანსებით, თურქული ენის შემსწავლელი კურსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით. აგრეთვე ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაზღვევის და საერთაშორისო ავიაბილეთის ხარჯები.

დანართის სახით იხილეთ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ