თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭო — TÜBİTAK (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) — აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალგაზრდა მკვლევართა პროექტების დაფინანსების მიზნით.
პროგრამის მიზანია:
წაახალისოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევრები, რომლებიც თავიანთ სფეროში გამოირჩევიან მაღალი დონის სამეცნიერო და/ან ტექნოლოგიაზე ორიენტირებული კვლევებით და ფლობენ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას, რათა მათ საკუთარი კვლევითი საქმიანობა განახორციელონ თურქეთის რესპუბლიკაში.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკა ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს სტიპენდიას, სამოგზაურო და დღიურ ხარჯებს, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევას.
პროექტის ხანგრძლივობა: 24–36 თვე.
განაცხადის შევსება ელექტრონული ბმულის საშუალებით — https://tybs.tubitak.gov.tr/
დამატებითი ინფორმაციისთვის: იხილეთ დანართი 1 და დანართი 2.