UniMan-ის წარმომადგენლები თსსუ-ში/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ფრანგული ბოლო ზარი

UniMan-ის წარმომადგენლები თსსუ-ში/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ფრანგული ბოლო ზარი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის, ,, უცხოელი პროფესორების ვიზიტების პროგრამის", ფარგლებში 2019 წლის 23-25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის ფრანგული მხარის დიპლომების გადასაცემად,  სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრებიან მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის „UniMan”-ის   (გრენობლი, საფრანგეთი) დირექტორი ქალბატონი სოფი სილვესტრი და  პროფესორი მუნოზ მარილენი. ღონისძიებას ასევე გაუძღვებიან პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“კოორდინატორი, ქალბატონი მარიამ წითლანაძე და ფრანგული ენის პედაგოგი, ბატონი სებასტიან ჟოკაი.

ქალბატონი სოფი სილვესტრი და  პროფესორი მუნოზ მარილენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებთნ ჩაატარებენ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე. 

დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება 24 სექტემბერს, 10:00 საათზე, თსსუ-ის ცისფერ დარბაზში.