VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია

VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16-18 ოქტომბერს, საირმეში ტარდება VII საერთაშორისო კონფერენცია –  “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”.

კონფერენციას ატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია.

კონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს მრგვალი მაგიდა: ,,ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მისი ხელშეწყობის სამედიცინო ასპექტები”.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:

1.     ზეპირი მოხსენება
2.     სასტენდო მოხსენება
3.     მონაწილეობა მრგვალი მაგიდის მუშაობაში
4.     მონაწილეობა სტუდენტთა სექციის მუშაობაში
5.     მონაწილეობა მოხსენების გარეშე
6.     სტატიის პუბლიკაცია (მოხსენების გარეშე)

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

პუბლიკაცია

კონფერენციის მასალები ტრადიციულად დაიბეჭდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” სპეციალურ ნომერში. ჟურნალის გამომცემელი უნივერსიტეტი “ინტერფარმი” არის Council of European Associationof Institutions in Higher Education (EURASHE) წევრი. ჟურნალი შეტანილია საქართველოს სწავლულ-ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში, რომელიც აუცილებელია დისერტაციების დასაცავად (2002 წლის 30 იანვრის პრეზიდიუმის სხდომის #1 დადგენილება). გამოქვეყნებული სტატიების რეფერატები იბეჭდება საქართველოს ტექინფორმის “ქართულ რეფერატულ ჟურნალში” და "РЖ ВИНИТИ"-ში. გამომცემელი რედაქტორი - პროფ. ბ. კორსანტია (მოთხოვნები პუბლიკაციისათვის თან ერთვის).    

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და სტატიები წარმოადგინოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში 28 ივლისამდე. 

  • კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა - 50 ლარი.
  • კონფერენცია ჩატარდება სასტუმროში "საირმე".
  • კონფერენციის მონაწილეები იცხოვრებენ სასტუმროში: "საირმე პალასი" 
  • სასტუმროში ცხოვრება სამჯერადი კვებით ერთი მონაწილესათვის, ერთი დღე-ღამე – 50 ლარი (სულ 100 ლარი).
  • გზავრობა თბილისი-საირმე-თბილისი  – კომფორტული ავტობუსით, თანხა – 30 ლარი. 
  • კონფერენციის ფარგლებში იგეგმება კულტურული ღონისძიებები.

ავტორთა საყურადღებოდ!

1. ორიგინალური სტატია უნდა წარმოადგინოთ ერთ ეგზემპლარად, დაბეჭდილი 1,5 ინტერვალით, შრიფტის ზომა - 12 პუნქტი; ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს შრიფტით AcadNusx, რუსული და ინგლისური – შრიფტით TimesNewRoman, ფორმატში Microsoft Word ან Page Maker. სტატია წარმოადგინეთ დისკეტაზე.

სტატიის მოცულობა არ უნდა იყოს 3 გვერდზე ნაკლები და უნდა შეიცავდეს ციტირებული ლიტერატურის სიას და რეზიუმეს ინგლისურ ენაზე. ილუსტრაციები და სურათების წარწერები უნდა წარმოადგინოთ ცალ-ცალკე. მიმოხილვითი და ზოგადთეორიული სტატიების მოცულობა უნდა შეთანხმდეს ჟურნალის რედაქციასთან. 1 გვერდის ფასი - 25 ლარი.

2. პირველ გვერდზე მიუთითეთ 1) ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; 2) სტატიის სათაური; 3) კათედრა, ლაბორატორია ან ორგანიზაცია, სადაც შესრულდა სამუშაო, ქალაქი, ქვეყანა.

3. აუცილებელია რეზიუმე - ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე თითოეული მოცულობით არა უმეტეს 0,5 გვერდისა.

4. ტექსტში ბიბლიოგრაფიული მითითებები აღნიშნეთ ნომრით კვადრატულ ფრჩხილებში ლიტერატურის ნუსხის შესაბამისად. ლიტერატურის საძიებელში ავტორები დაასახელეთ ანბანის მიხედვით. მიუთითეთ ნაშრომის სახელწოდება, გამომცემლობა, წელი, ტომი, ნომერი და გამოშვება, გვერდის აღნიშვნით.

5. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას შეასწოროს და შეამოკლოს ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია რეცენზენტის შენიშვნების გათვალისწინებით.

6. ხელნაწერები, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნულ წესებს, უბრუნდება ავტორს განხილვის გარეშე. ამონაბეჭდი ავტორებს არ ეგზავნ

საორგანიზაციო კომიტეტი

საკონტაქტო ტელეფონები:  593 927 111;   599 921 488; 

2015 წლის 8 ივნისი