V საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

V საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

2013 წლის 13-15 სექტემბერს, ახალციხეში ჩატარდება V საერთაშორისო კონფერენცია – “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”.

კონფერენციას ტრადიციულად ატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება “მრგვალი მაგიდა” თემაზე "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკომიგრანტების ჯანმრთელობის სამედიცინო-ეკოლოგიური პრობლემები".

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:

  1. ზეპირი მოხსენება;
  2. სასტენდო მოხსენება;
  3. მონაწილეობა „მრგვალი მაგიდ“–ის მუშაობაში;
  4. მონაწილეობა სტუდენტთა სექციის მუშაობაში;
  5. მონაწილეობა მოხსენების გარეშე;
  6. სტატიის პუბლიკაცია (მოხსენების გარეშე).

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

პუბლიკაცია

კონფერენციის მასალები ტრადიციულად დაიბეჭდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - "ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა" - სპეციალურ ნომერში. ჟურნალი შეტანილია საქართველოს სწავლულ-ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში.

გთხოვთ, 2013  წლის 20 მაისამდე სტატიები წარმოადგინოთ თსსუ–ის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატში.

  • კონფერენციაში მონაწილეთათვის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 50 ლარს;
  • სტუდენტებისათვის 20 ლარს.

საკონტაქტო ტელეფონები:  599 921 488  / 593 927 111; 

 

სტატიის  ავტორთა საყურადღებოდ!

 

საორგანიზაციოკომიტეტი