პროფესორ მაურო ლაბანკას (მილანი, იტალია) ვიზიტი თსსუ-ში

პროფესორ მაურო ლაბანკას (მილანი, იტალია) ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 21-24 სექტემბერს, თსსუ-ის მოწვევით უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტების, რეზიდენტების, ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციას წაიკითხავს ბრესჩიას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კონსულტანტი პროფესორი, იტალიის ორო-ფაციალური ტკივილის საზოგადოების დამფუძნებელი, მილანის თავისუფალი უნივერსიტეტის მასტერ პროგრამისა და სასწავლო კურსის „მარკეტინგი და კომუნიკაცია მედიცინასა და კერძო სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ ავტორი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო ლექტორი და მრავალი სტომატოლოგიური კომპანიის წამყვანი სპიკერი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის მომავალი პრეზიდენტი და სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო საბჭოს კანცლერი, პროფესორი მაურო ლაბანკა. ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ექნება სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველსემესტრელებთან და აკადემიურ პერსონალთან. 

პროფესორი მაურო ლაბანკა 24 სექტემბერს, 11:00 საათზე „თეატრალურ დარბაზში“ (თსსუ-ის 3-ე სასწავლო კორპუსი) წაიკითხავს ლექციას თემაზე: 

„წარმოადგენს თუ არა „ადამიანური ფაქტორი“ გართულებების ძირითად მიზეზს სტომატოლოგიაში“

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილ იქნება ქართული თარგმანით.