2021 წლის 29 იანვარს გაიმართება ვებინარი ,,კვლევის შესაძლებლობა ევროპაში“

2021 წლის 29 იანვარს გაიმართება ვებინარი ,,კვლევის შესაძლებლობა ევროპაში“

,,Horizon Europe“, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევისა და ინოვაციების  ყველაზე მასშტაბური პროგრამაა,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს კარიერული ზრდისა და სამეცნიერო მუშაობის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. 

პროგრამის მონაწილეები ჩაერთვებიან ერთობლივ კოლაბორაციულ კვლევებში და ისარგებლებენ ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო პოტენციალით. 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა Marie Skłodowska – Curie-სა და ევროპის სამეცნიერო საბჭოს გრანტები. დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, თუ კვლევის რომელ სფეროში და კარიერული განვითარების რომელ ეტაპზე მოღვაწეობენ ისინი.  ვებინარზე დარგის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესაძლებლობებსა და მისი გამოყენების გზებზე. ვებინარის მასპინძელია  ევროკავშირის ცენტრი და ილინოისის უნივერსიტეტი. 

ვებინარზე დასწრება თავისუფალია.

 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს