XII საერთაშორისო კონფერენცია - ჯანმრთელობა და ეკოლოგია

XII საერთაშორისო კონფერენცია - ჯანმრთელობა და ეკოლოგია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია 2020 წლის  9-11 ოქტომბერს ატარებს  XII საერთაშორისო კონფერენციას ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია”.  წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოში ზოგადი ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენციის მასალები ტრადიციულად  გამოქვეყნდება  ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა ”. 

რეგისტრაცია და სტატიების წარმოდგენა  შესაძლებელია თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტმენტში 15 ივნისიდან  20 სექტემბრამდე, პროფესორ ბიძინა  ზურაშვილთან. თსსუ, I კორპუსი, IV სართული.