სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მედიცინის, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.
საბუთები აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის მიიღება 2024 წლის 20 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10 სთ-დან 17 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი # 122).
- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები
- საკონკურსო სამეცნიერო თანამდებობები
- რეკომენდაცია კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი კლინიკის თანხმობის წერილის შინაარსის შესახებ