2020 წლის 16 ივლისს 15:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელიც გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
დღის წესრიგი:
1. 2019/20 სასწავლო წლის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ /მომხ.: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დალი ბერაშვილი/ ;
2. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ფარმაციის ფაკულტეტის პროგრამებზე მობილობით გადმომსვლელთათვის ადგილების რაოდენობის განსაზღვრა /მომხ.: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დალი ბერაშვილი/;
3. ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სამოქმედო გეგმის წარდგენა /მომხ. ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე/.