ნანა სარალიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ნანა სარალიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2022 წლის 4 მარტს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება ნანა სარალიძის სადისერტაციო ნაშრომის „საყურისეული მუსიკის გავლენა სმენის ორგანოზე“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

ზურაბ ქევანიშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; 

ნინო შარაშენიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 

ლია ლომიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი; 

ექსპერტები: 

ნატო ნაკუდაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის პროფესორი; 

თამარ ხეჩინაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი; 

ეკატერინე ხარხელი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს  მოწვეული პედაგოგი.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი ,,საბჭოების დარბაზი", ვაჟა-ფშაველას N33