2024 წლის 11 ნოემბერს 16:00 საათზე, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია - ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში".
ლექციას წაიკითხავს თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორი გაიანე სიმონია.
მისამართი: ვაჟა ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I საკონფერენციო დარბაზი.