2018 წლის 26 ოქტომბერს 14.30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოში საფრანგეთის ელჩის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ატაშეს – ელეონორ გარნიეს და კამპუს ფრანსის წარმომადგენლის ნათია მსხალაძის საინფორმაციო შეხვედრა, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენებთან და პროფესორ მასწავლებლებთან.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, უნივერსიტეტის მე–4 სასწავლო კორპუსის ფარმაციის ფაკულტეტის აუდიტორია # 2.