2025 წლის 25 აპრილს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება აკაკი ბურკაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ფსიქიკური ფაქტორების დადგენა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თეიმურაზ სილაგაძე - თსსუ-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თამარ ყანდაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ნანა ზავრადაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
გიორგი ნანეიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
კონსტანტინე ლილუაშვილი - თსსუ-ის ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.