ალბინა ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ალბინა ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 19 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ალბინა ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომის – „უროტენზინ II–ის რეცეპტორების ანტაგონისტის - პალოსურანის ეფექტიანობა ექსპერიმენტული არტერიული ჰიპერტენზიის დროს“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ქეთევან ღამბაშიძე - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტები:

მარინე შაქარაშვილი - თსუ-ის  მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ნანა გორგასლიძე - თსსუ–ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის  პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

შალვა პეტრიაშვილი - ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.