ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი 3 მაისს გაიხსნება

ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი 3 მაისს გაიხსნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია) ორგანიზებით, 3 მაისს იწყება ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი.

მასშტაბური ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 5 მაისს დაიხურება.

ღონისძიება ორ ლოკაციაზე გაიმართება: კონგრესის პირველი ეტაპი მოიცავს საიუბილეო პლენარულ სესიას, რომელიც 3 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება. საერთაშორისო კონგრესის მეორე ნაწილი 5 მაისამდე გაგრძელდება მოხსენებებისა და სესიების ფორმატში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.

საერთაშორისო კონგრესზე მოწვეული მომხსენებლები იქნებიან როგორც ქართველი, ისე საქართველოში ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები.

კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია World Allergy Organization-ის (WAO) 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმის ჩატარება სახელწოდებით: „საკია ხვდება ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციას“ (GAACI meets WAO).

კონგრესის დღის წესრიგის შესაბამისად ჩატარდება საერთაშორისო ტრენინგ-სკოლა ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში, რომლის მიზანია სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის თანამედროვე კვლევის უახლესი მეთოდების სწავლება, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაგეგმვასა და განხორციელებას.

კონგრესის პროგრამა იხილეთ აქ.