![]() |
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
2013 წლის 2 -4ივლისსსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC&PH) ორგანიზებით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო პანელთან თანამშრომლობით (POE) გაიმართება ანტიმიკრობული რეზისტენტობის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით:
"ანტიმიკრობულირეზისტენტობისწარმოქმნისადაპრევენციის
გათვითცნობიერებისგაუმჯობესება მეცნიერებისადა
ტექნოლოგიებისცვალებადსამყაროში"
სამუშაო შეხვედრის სლოგანია
მეცნიერება – საერთოენაა
შეხვედრა გაიხსნება 2013 წლის 2 ივლისს 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის დარბაზში. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
სამუშაო შეხვედრის პირველი სხდომა 2 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება, მეორე და მესამე სხდომა 3-4 ივლისს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
ტექნიკური სამუშაო შეხვედრის მიზანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის სამეცნიერო პროგრამის შემუშავება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხის შესამცირებლად სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, მდგრადი კვლევითი პროგრამის ფორმირების გზით.
სამუშაო შეხვედრა მიმართულია სამეცნიერო პროექტების საიდენტიფიკაციოდ, რომლებიც წარმოაჩენს საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის მეცნიერების მხარდაჭერის საჭიროებას რეგიონში.
სემინარის ორგანიზატორთა პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტთა მონაწილეობა დისკუსიებში, რაც ხელს შეუწყობს მათ სამეცნიერო წინსვლას.
საერთაშორისო გუნდი ერთობლივად იმუშავებს სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მათ შორის: ანტიბიოტიკების როლზე და ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე ბუნებაში, მზარდი რეზისტენტობის პრობლემასთან დაკავშირებული საშიშროების შემცირების ახალ მიდგომებზე.
სამუშაო შეხვედრის პროცესში გამოიკვეთება საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ბიოსამედიცინო მეცნიერებების, ბიოზედამხედველობისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
მისამართი:
2 ივლისი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსში I სართული, რექტორატის დარბაზი. ვაჟა ფშაველას გამზირი N.33
3–4 ივლისი – ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზი, II სართული, ასათიანის ქ. N9.
საკონტაქტო პირები:
ნინო მამუკაშვილი – 595 95 61 03,
ამბროსი კეკელიძე – 599 94 6431,
ზაზა ტალახაძე – 599 89 99 98.