ახალგაზრდობა ევროპისთვის,  საპარლამენტო დებატები სტუდენტებისთვის

ახალგაზრდობა ევროპისთვის, საპარლამენტო დებატები სტუდენტებისთვის

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროპის დღეების ფარგლებში აცხადებს საპარლამენტო დებატების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ახალგაზრდობა ევროპისთვის“

კონკურსი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

• სტუდენტთა შერჩევა;

• მოსამზადებელი ტრენინგი, რომლის დროსაც კონკურსის მონაწილეები შეისწავლიან დებატების ტექნიკას და მიიღებენ ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე;

• საპარლამენტო დებატების ტურნირი, რომლის ფინალური ეტაპიც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები; გამარჯვებულები და საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდებიან პრიზებით.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზატორები იწვევენ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან:

• თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

• ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა:

docs.google.com

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5 აპრილი! 

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება 8 აპრილამდე.

მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართება 12-14 აპრილს, ხოლო დებატების ტურნირის თარიღზე ინფორმაცია ტრენინგის დროს გავრცელდება. 

შეკითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე edagofficial@gmail.com ან www.facebook.com/EDAGofficial

წარმატებას გისურვებთ!