ბიძინა კულუმბეგოვის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ბიძინა კულუმბეგოვის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 18 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ბიძინა კულუმბეგოვის სადისერტაციო ნაშრომის - „ქრონიკული სპონტანური ურტიკარიის პერსონალიზებული მართვა ანთებითი ბიომარკერებისა და ანტი-IgE მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

მაია გოთუა - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 

თინათინ ჩიქოვანი - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,   მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სამეცნიერო კონსულტანტი:

ელი მაგენი - პროფესორი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო კვლევებისათვის განკუთვნილი გრანტის ფარგლებში)

ექსპერტები:

ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებილი პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ლიანა ჟორჟოლიანი - თსუ-ის პედიატრიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თინათინ ქიტუაშვილი - თსუ-ის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი