ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (Grupo de Cooperação Internacional de Universidades Brasileiras – GCUB) აცხადებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამას „GCUB-Mob 2026“.
პროგრამა განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრაზილიის GCUB-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები სწავლას 2027 წლიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს მიენიჭებათ სტიპენდია და შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა აკადემიური და სტუდენტური სერვისით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის პირობების, მონაწილეობის კრიტერიუმებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.gcub.org.br/